მნიშვნელოვანია არ მოხდეს მოსამართლეზე ზეწოლა- აბაშიშვილი წოწერიას ძმის სახლის ჩხრეკაზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ევროსასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება. აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყურადღებით ადევნებს თვალს გამოძიებას. აბაშიშვილი მოსამართლეზე ზეწოლის განხორციელების დაუშვებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

“ნებისმიერ შემთხვევაში ზოგადად კატეგორიულად დაუშვებელია ნებისმიერ მოსამართლეზე ზეწოლა მისი პროფესიული საქმიანობიდან გმომდინარე. ჩვენ ოჯახის განცხადებას გავეცანით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქმეში არ გაჩნდეს არცერთი კითხვის ნიშანი რაიმე ფორმით და აქედან გამომდინარე, ჩვენ აღნიშნული საქმის მიმდინარეობას ყველა ეტაპზე უკიდურესად დიდი ყურადღებით დავაკვირდებით,”-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში„კანონზე მაღლა არავინ დგას, არც მოსამართლის ძმა“ – ჯეჯელავა
შემდეგი სტატიაინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს, ადვოკატმა იცრუა – პროკურორი