ინაშვილი: Мишка Саакашвили, წადი, შე გენეტიკურად რუსეთის აგენტო, შენს 0,1%-იან იმიჯს მიხედე!

“Мишка Саакашвили, წადი, შე გენეტიკურად და მემკვიდრეობით რუსეთის აგენტო, შენს 0,1%-იან იმიჯს მიხედე, ვიდრე საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა გადმოგიბარებს”, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“სამწუხარო” ამბავი შემატყობინეს. თურმე, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ყველასთან ითანამშრომლებს, გარდა ირმა ინაშვილისა. დღეს რა მეწყინებოდა, ამაზე ვფიქრობდი და აი, “მეწყინა”.

თვითონ სტუდენტობიდან საბჭოთა КГБ- ს მიერ “დავერბოვკებული”, ლუბიანკას ოქროს აგენტი – სააკაშვილი რომ რუსეთის აგენტად მოგიხსენიებს და შენთან თანამშრომლობას გამორიცხავს, სუპერ-კომედიაა. ეს ორმაგი, მართლა აგენტი, ყველგან რუსულ საქმეს აკეთებდა, საქართველოშიც და უკრაინაშიც, რომლის ნახევარი სწორედ რუსებს ჩააბარა. მე თუ რუსეთთან დიალოგზე ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ და ვმოქმედებ იმისათვის, რომ კრემლისთვის სააკაშვილის მიერ ჩაბარებული ქართული მიწების 22%-ი როგორმე დავიბრუნოთ, რომ ჩვენი ქვეყანა როგორმე გავამთლიანოთ და ახალი ტერიტორიები არ დავკარგოთ”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმამუკა გამყრელიძე:”გაუყიდავი” პოლიტიკოსებიდან გვყავს ორი, ვანო და ბაჩო
შემდეგი სტატიაჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე: გულისრევის გარდა, არაფერს იმსახურებს ეგ საფრთხობელა