მამუკა გამყრელიძე:”გაუყიდავი” პოლიტიკოსებიდან გვყავს ორი, ვანო და ბაჩო

საზოგადებრივი მოძრაობა „ივერიის” წევრი მამუკა გამყრელიძე „რუსთავი2″-ის ეთერში გასულ გადაცემა ,,აქცენტებს” ეხმაურება:

,,თუ უმნიშვნელო დეტალებს არ მივაქცევთ ყურადღებას, გუშინდელი ინტერვიუ იყო ძალიან საინტერესო და ინფორმატიული.
1. სააკაშვილმა ღია ტექსტით დააფიქსირა, რომ უტყუარად “გაუყიდავი” პოლიტიკოსებიდან გვყავს ორი, ვანო და ბაჩო. დანარჩენებზე შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ;
2. გააკეთა მოწვევა დიდი, გაერთიანებული ოპოზიციის შესაქმნელად. მათ შორის მოიწვია ევროსაქების “გაუყიდავი” ნაწილი. რომელია ასეთი ესეც მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ. ტექსტის მიხედვით უგულავა არ განიხილება მოპატიჟებულებში. უკრაინის მაგალითით ხაზი გაუსვა ნებისმიერ, დიდი თუ პატარა ოპოზიციური პარტიის გაერთიანების მნიშვნელობას;
3. ტექსტიდან გამომდინარე მოპატიჟებულია ვაშაძეც და თანაც ფრიად გარკვევით და აქცენტირებულად;
4. ასევე აქცენტირებულად გადახაზულია ინაშვილი და სავარაუდოდ ყველა პრორუსი;
5. არ გამოვრიცხავ გარკვეულ ცვლილებებს თავად ენმ-ს ლიდერშიფის რიგებში, გამომდინარე აქცენტიდან ახალგაზრდა პოლიტიკოსებით ძველების ჩანაცვლების აუცილებლობაზე;
ეს განცხადება იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან შექმნილი დაჭაობებული სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ დიდ გაერთიანებაშია. აქ უკვე საქმე იმაშია, ეყოფა თუ არა ოპოზიციას პრაგმატიზმი და ძალა გადალახოს პირადი ამბიციები. ასევე მნიშვნელოვანია მართლა ვინ არის “გაყიდული” და ვინ არა.
P.S. და კიდევ, თავი დაანებეთ კვესიტაძეს. ის თავის საქმეს აკეთებს, სააკაშვილი თავისას და თუ რამე არ მოსწონთ ერთმანეთში გაარკვევენ” – წერს გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაშისოფელ ურთაში ​მონადირეებმა მგელი მოკლეს
შემდეგი სტატიაინაშვილი: Мишка Саакашвили, წადი, შე გენეტიკურად რუსეთის აგენტო, შენს 0,1%-იან იმიჯს მიხედე!