„იმედს ვიტოვებ, რომ ამ ქვეყანაში მოიძებნება 5 ისეთი მოსამართლე, რომელიც ქვეყნის მომავალს არ გადახაზავს და უარს არ იტყვის ამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე,“- ეს განცხადება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.
უზენაეს სასამართლოსთან სამაუწყებლო კომპანიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
„ამ აქციით გვინდა ხმა მივაწვდინოთ მოსამართლეებს, მათი გადაწყვეტილება დიდ გავლენას მოახდენს, თუ საით განვითარდება ეს ქვეყანა,“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.