„ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს“ – ნიკა გვარამია

უზენაესი სასამართლოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე, რომელიც რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად იმართება, ნიკა გვარამია მივიდა. ჟურნალსიტებთან საუბრისას გვარამიამ განაცხადა, რომ მას არ აქვს მოლოდინი, რომ საქმე რუსთავი 2-ის სასარგებლოდ გადაწყდება, მაგრამ აქვს იმედი, რომ მოსამართლეთა კოლეგიაში არ მოიძებნება 5 მოსამართლე, რომლებიც უკანონობას მოაწერენ ხელს:

„მოლოდინებზე ვერაფერს ვიტყვი, ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ, რადგან ვცხოვრობთ ივანიშვილის ქვეყანაში, მაქვს იმედი, იმისა, რომ ამ ქვეყანაში არ მოინახება 5 გამყიდველი, საკუთარი თავისა და სინდისის, ქვეყნის ინტერესების და არ მოაწერს უკანონო გადაწყვეტილებას ხელს. ეს გადაწყვეტილება დაანგრევს დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას, საუბარია იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება ვერაფრით იქნება კანონიერი, რომელიც ქიბარ ხალვაშის სასარგებლო იქნება. ადამიანებმა, რომლებმაც ეს გააკეთეს, ურთმელიძემ, სააპელაციო კოლეგიამ, მათ ამაზე პასუხი აგეს, მათ მომავალი აღარ აქვთ, თუ ამ სასამრთლოშიც მოიპიოვებიან ასეთი ადამაინები, ვწუხვარ. ასეთი ტიპის გადაწყვეტიელბა სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს. მოვუწოდებ ყევლა მოსამართლეს ნუ გახდება მძიმე პრობლლემების წყარო, გაიაზრონ რას აკეთებენ, რა თქმა უნდა გეგმა გვაქვს და ამას მოგვიანებით გავახმოვანებთ, როდესაც ეს საჭირო გახდება“, – განაცხადა ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიმდინარე მტკვარზე ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
შემდეგი სტატიაიმედს ვიტოვებ, რომ მოიძებნება 5 ისეთი მოსამართლე, რომელიც ქვეყნის მომავალს არ გადახაზავს – ზაალ უდუმაშვილი