“ის იმ ჯგუფის ნაწილია, ვინც თვლის, რომ ძიუდო მის გარშემო უნდა ბრუნავდეს” – ქევხიშვილი ზვიადაურს პასუხობს

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ზურაბ ზვიადაურის ბრალდებებს უარყოფს.

მისი თქმით, ძიუდოს ნაკრებს არასოდეს არ ჰქონია ისეთი პირობები, როდესაც დღეს აქვს და ამაზე პრეტენციები უადგილოა.

“თუ ვინმე თავად არის დაბრუნებული 90-იან წლებში ეს მისი პრობლემაა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციას და ზოგადად, ნაკრებს არა თუ უკანასკნელ პერიოდში, არამედ არასდროს ქონია ის პირობები, რაც აქვს. მას სჩვევია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რადგან ის იმ ჯგუფის ნაწილია, ვინც თვლის, რომ ძიუდო მის გარშემო უნდა ბრუნავდეს”, – განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ზურაბ ზვიადაურმა ძიუდოს ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართულ ძიუდოში 90-იანი წლები ბრუნდება, რადგან სპორტსმენებს იმგვარი ელემენტარული პრობლემები გაუჩნდათ, რაც 90 წლებში იყო.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: რუსეთს ახლაც შეუძლია აუცილებელი მოცულობის ნახევარი სომხეთს ირანის გავლით მიაწოდოს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დესტრუქციულ ქმედებებს ეწევიან გარდაბანში