ილია მეორემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრა.
უწმინდესმა მთავრობის მეთაურს ხატი ქაშუეთის ტაძარში გადასცა, სადაც გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა. პრემიერმა პატრიარქს საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა და მართლმადიდებლებს დღევანდელი დღე მიულოცა.
“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ასეთი ძვირფასი ხატის მიღება. მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, პირველ რიგში კი თვქენ, თქვენო უწმინდესობავ”, – მიმართა პრემიერმა პატრიარქს.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა თითოეულ მოქალაქეს ბოროტების სიკეთით და სიძულვილის სიყვარულით დამარცხება უსურვა.
“ეს არის განსაკუთრებული დღე თითოეული ქართველისთვის, თითოეული მართლმადიდებლისთვის. ქართველებისთვის წმინდა გიორგი მართლაც განსაკუთრებული წმინდანია. ჩვენ არაერთი ბრძოლა მოგვიგია წმინდა გიორგის შეწევნით და დახმარებით. ის არის ჩვენთვის სიმბოლო სიყვარულის და სიკეთის გამარჯვების, ბოროტების დამარცხების. მინდა, ყველას გისურვოთ, ბოროტების დამარცხება სიკეთით და სიძულვილის _ სიყვარულით, ერთიანობით. მხოლოდ ამით შეგვიძლია, გავაერთიანოთ საკუთარი ერი და სამშობლო”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ტაძარში.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”-სააკაშვილი ,,ვარდების რევოლუციის” 12–ე წელზე
შემდეგი სტატია“მინდა ყველას ვუსურვო ბოროტების სიკეთით და სიძულვილის სიყვარულით დამარცხება”