ილია მეორე: მშობლებმა უნდა დალოცონ შვილები, რადგან მშობლის დალოცვა არის ღვთის დალოცვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში ბავშვებისთვის პარაკლისი გადაიხადა.
პარაკლისის დროს ტაძარში გამობრძანებული იყო “მადლის ქვა” და წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი. ტაძარში უამრავი ბავშვი და მშობელი იყო შეკრებილი. მათგან ზოგიერთი მძიმე ავადმყოფიც იყო.
უწმინდესმა პარაკლისის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართა, ქრისტეშობა და ახალი წელი მიულოცა. “მადლი ღვთისა, მადლი ახალშობილისა ძისა თვისისა იესო ქრისტესი იყოს თქვენ და თქვენი ბავშვებისა ზედა. დღეს დავლოცავთ ჩვენს ახალგაზრდებს, ბავშვებს, ჩემს ნათლულებს და მთელ საქართველოს. საოცარი დამთხვევაა, დღეს არის დღესასწაული 14 000 ბავშვისა, რომელიც მოსპო ჰეროდე მეფემ. 14 000 მოწამე ბავშვის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს”, – განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.
უწმინდესის თქმით, დღეს პარაკლისით ითხოვენ მადლს პატარებისთვის. პატრიარქმა აღნიშნა, რომ მშობლებმა უნდა დალოცონ მათი შვილები, რადგან მშობლის დალოცვა არის ღვთის დალოცვა.
სამებაში ბავშვებს მომავალ ორშაბათსაც დალოცავენ.

banner
წინა სტატიაში“ბატონო ბიძინა, ეს წერილი ყურადღებით წაიკითხეთ…ვისაც არ ვუნდივარ, ასი წელი არავინ მჭირდება”
შემდეგი სტატია“26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთიან ინტერესშია”