იარაღის უკანონოდ ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული დავით ჟ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, თბილისში, საირმის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ჩე-ზე-ს ტიპის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიერთი აშშ დოლარის ღირებულება დღეს, 2.2868 ლარი იქნება
შემდეგი სტატია”ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს