”ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. პარტიის წევრებმა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, 9 აპრილი მაშინდელი საქართველოსთვის უდიდესი ტკივილი იყო, თუმცა ამ ტკივილში დაიბადა ახალი ქართული საზოგადოება, ახალი საქართველო.

„დღეს ვალდებული ვართ, იმ ტკივილის გასახსენებლად, იმ ათასობით ანთებული სანთლის, ქართული სისხლის და სულის გასახსენებლად, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა არასდროს დადგეს ეჭვქვეშ ჩვენი თავისუფლება და ვიყოთ პირნათელი იმ გმირების სულების წინაშე, რომლებმაც საკუთარი თავი გასწირეს ჩვენი დღევანდელი თავისუფლებისა და უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარტიის წევრმა სერგო რატიანმა კი აღნიშნა, რომ 9 აპრილის მშვიდობისა და თავისუფლების სულისკვეთებამ საბჭოთა კავშირი დაანგრია.
„სწორედ 9 აპრილმა ჩაუყარა საფუძველი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ეს დღე არასოდეს არ უნდა იყოს დავიწყებული. ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის დღე“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიიარაღის უკანონოდ ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია11-15 აპრილს ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კურსი გაიხსნება