“იარაღის სროლით და აფეთქებებით ჩატარებული არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფრთხეში ჩაგდებას ნიშნავს”

იარაღის სროლით და აფეთქებებით ჩატარებული არჩევნები მთელი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფრთხეში ჩაგდებას ნიშნავს, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

„ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მოტივი და გარემოებები, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ თავად ფაქტი, პოლიტიკოსის აფეთქების საზოგადოებაში აჩენს დაუცველობისა და სახელმწიფოს დასუსტების განცდას. “თავისუფალი დემოკრატები” მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ნაჩქარევი და დაუსაბუთებელი დასკვენის გამოტანისგან. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და სამართამდაცავ ორგანიებს. აიღონ პასუხისმგებლობაში ქვეყანაში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიევროპის სასწავლო უნივერსიტეტში ხანძრის გამო ევაკუაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია(ვიდეო) “ვარდების მოედანზე” აქციისთვის ემზადებიან- რა ხდება ამ წუთებში?