ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში ხანძრის გამო ევაკუაცია მიმდინარეობს

ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში ხანძარია- ამის შესახებ “თაიმერს” ინფორმაცია შემთხვევის ადგილიდან ამ წუთებში მიაწოდეს.

ამ დროისათვის უნივერსიტეტში სტუდენტებისა და მასწავლებლების ევაკუაცია მიმდინარეობს.

“თაიმერი” აღნიშნულ ფაქტზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ ადგილზე ნაგავი იწვოდა რამაც დაკვამლიანება გამოიწვია და ხანძარი არ ყოფილა. 

14572495_988375217951725_532192177_o

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი: რომელი კენედი გივი თარგამაძეა, ვის რაში სჭირდებოდა?
შემდეგი სტატია“იარაღის სროლით და აფეთქებებით ჩატარებული არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფრთხეში ჩაგდებას ნიშნავს”