გულიკო ზუმბაძე სოციალური სამართლიანობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

news
: news თებერვალი 20, 2016 19:39 განახლებულია

გულიკო ზუმბაძე სოციალური სამართლიანობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მნიშვნელოვანი

  • მიმაჩნია, რომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენს ქვეყანაში მაღალი ხარისხის დემოკრატიისა და აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლიანობის დამკვიდრება", - აცხადებს გულიკო ზუმბაძე.

სხვა სტატიები

სოციალური სამართლიანობა საზოგადოების სტაბილურობის საფუძველს წარმოადგენს. სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, განცხადებას თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ავრცელებს.

,,20 თებერვალს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა ხელს შეუწყობს სიღარიბის დაძლევას, ადამიანების დასაქმებას და ღირსეულ ცხოვრებას, გენდერულ თანასწორობას, სოციალურ კეთილდღეობასა და სამართლიანობას”, – აცხადებს გულიკო ზუმბაძე და აღნიშნავს, რომ სოციალური სამართლიანობის პრინციპების რეალიზაცია საზოგადოებაში შრომის, უფლებების, შესაძლებლობების, ხელისუფლების, აღიარების, ცხოვრების დონისა და ხარისხის, ინფორმირების, კულტურული ფასეულობებისა და სხვა საქმიანობისა თუ სოციალური სიკეთის სამართლიან განაწილებას ნიშნავს.
დეპუტატის განცხადებით, სოციალური სამართლიანობა უზრუნველყოფს ადამიანთა ღირსეულ ცხოვრებას, მათ შორის მათი, ვისაც დამოუკიდებლად ამის მიღწევა არ შეუძლიათ – ბავშვები, შშმ პირები, ხანდაზმულები.

“სოციალური სამართლიანობა საზოგადოების სტაბილურობის საფუძველს წარმოადგენს. მის გარეშე არ არსებობს მშვიდობა, უსაფრთხოება და სოციალური განვითარება. საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტში ნათქვამია, რომ სტრატეგიის გრძელვადიანი ხედვა არის საქართველო, სადაც ადამიანის უფლებების პატივისცემა საერთო ღირებულებაა და სადაც ყველა ადამიანისთვის უზრუნველყოფილია ღირსეული ცხოვრება და კეთილდღეობა.

მიმაჩნია, რომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენს ქვეყანაში მაღალი ხარისხის დემოკრატიისა და აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლიანობის დამკვიდრება”, – აცხადებს გულიკო ზუმბაძე.

news
: news თებერვალი 20, 2016 19:39 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


22,560
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics