ოსეთის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ავტომობილის დაჯახების შედეგად მოზარდი გარდაიცვალა

თბილისში, ოსეთის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ ხანძრის შედეგად დამწვარია 80 კვ.მ დამხმარე ფართი . ხანძრის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, დაშავდა ერთი .
ამ დროისთვის ოსეთის ქუჩაზე ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები.
როგორც მეზობლები აცხადებენ, ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
“არ ვიცით რისგან გაჩნდა ხანძარი. შევძელით მოხუცი ქალბატონის გამოყვანა, რომელმაც გვითხრა, რომ ზემოდან ჩამოვარდა ნაპერწკალი და უცებ აალდა”, – აცხადებს მეზობელი.

banner
წინა სტატიაში“გადაწყვეტილება, რომელიც არის სასარგებლო კერძო სექტორისთვის, სასარგებლოა ქვეყნისთვის”
შემდეგი სტატიაგულიკო ზუმბაძე სოციალური სამართლიანობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს