“გრამატიკული შეცდომებიც კი იყო ქვეყნის ძირითად კანონში”

კონსტიტუციაში იყო უამრავი ხარვეზი, მათ შორის, ტექნიკური, შინაარსობრივი ხასიათის, გრამატიკული შეცდომებიც კი იყო ქვეყნის ძირითად კანონში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.

„ასევე კონსტიტუციაში იყო უამრავი ხარვეზი, მათ შორის, ტექნიკური, შინაარსობრივი ხასიათის, წარმოიდგინეთ, გრამატიკული შეცდომებიც კი იყო ქვეყნის ძირითად კანონში. ყველა ეს ხარვეზი დღეს გამოსწორებულია. წარმოიდგინეთ, რომ მუხლების დასათაურებაც კი შეუძლებელი იყო იმდენად აღრეული იყო სტრუქტურა ქვეყნის ძირითად კანონში, მაშინ როდესაც კონსტიტუცია უნდა იყოს მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი იურისტებისთვის, განსაკუთარებით ახალგაზრდა იურისტებისთვის. დღეს მომზადდა ისეთი დოკუმენტი, რომელიც სრულად შეესაბამება იურიდიული ტექნიკის ფუნდამენტურ სტანდარტებს“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიარ აღმოჩნდა პასუხისმგებლობის მქონე არც ერთი ინსტიტუცია, რომელიც აღასრულებდა კანონს- ნიკა მელია ლუჟკოვისა და “ღამის მგლების” საქართველოში ვიზიტზე
შემდეგი სტატია„ღამის მგლების“ ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში მასშტაბური პერფორმანსის გამართვა” – შსს