არ აღმოჩნდა პასუხისმგებლობის მქონე არც ერთი ინსტიტუცია, რომელიც აღასრულებდა კანონს- ნიკა მელია ლუჟკოვისა და “ღამის მგლების” საქართველოში ვიზიტზე

ნიკა მელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, მოსკოვის ყოფილი მერისა და ე.წ. ღამის მგლების ბაიკერების საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.

ნიკა მელია ამბობს, რომ ორივე შემთხვევაში ოკუპაციის შესახებ კანონი დაირღვა, თუმცა მისი თქმით, სახელმწიფოში არ არსებობს პასუხისმგებლობის მქონე პირი, რომელიც კანონს აღასრულებს.

„ეს არის ის შემთხვევა, როდესაც კანონი დაირღვა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და სახელმწიფოში არ აღმოჩნდა პასუხისმგებლობის მქონე არც ერთ ინსტიტუცია, რომელიც რეალურად აღასრულებდა კანონს. ეს არის ძალიან სამწუხარო,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია: ფაშიზმზე გამარჯვებაში საქართველომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა
შემდეგი სტატია“გრამატიკული შეცდომებიც კი იყო ქვეყნის ძირითად კანონში”