გორში 480 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, კორპუსების მშენებლობა დაიწყო

დევნილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა გორში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, კორპუსების მშენებლობის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში, მოსკოვის ქუჩაზე, 8 ათსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს.

შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა, ზურაბ რუსიშვილმა ჩადეს.

ღონისძიებას ასევე გორის მაჟორიტარი დეპუტატი, მალხაზ ვახტანგიშვილი და გორის მერი, ზურაბ ჯირკველიშვილი დაესწრნენ.

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტრანსმშენი“ ახორციელებს. სატენდერო ღირებულებამ 21 980 900 ლარი შეადგინა.

უწყების ცნობით, აღნიშნული კორპუსების მშენებლობის დასრულების შემდგომ, გორში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მწვავე პრობლემა გადაიჭრება.

banner
წინა სტატიაში“APG Georgia” – მ ინტერლაინ პროდუქტ «IET”-ს 2 წლის იუბილე აღნიშნა
შემდეგი სტატია“მილიონი კი არა სამი მილიონი რომ დარგონ, არ ეყოფა ქალაქს”