“გირგვლიანის მკვლელობა არ იყო ის, რაც ხდება დღეს…ეს სრულიად სხვა შემთხვევაა…კანტორა იყო პარლამენტი მაშინ“

კანტორა იყო პარლამენტი თავის დროზე, როდესაც გირგვლიანის მკვლელობაზე არ შექმნა საგამოძიებო კომისია, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ „ევროპული საქართველოს“ წევრ ელენე ხოშტარიას, რომელმაც ბიუროს სხდომა მას შემდეგ დატოვა, რაც დეპუტატები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიები კომისიის შექმნის საკითხის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში შეტანაზე ვერ შეთანხმდა.

„გირგვლიანის მკვლელობა არ იყო ის, რაც ხდება დღეს. ეს იყო ხელისუფლების მიერ ჩადენილი მკვლელობა, შეთქმულება ერთი კაცის წინააღმდეგ და იქ არ შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგამოძიებო კომისია. ეს სრულიად სხვა შემთხვევაა. აქ არის საქმე განსახილველი სასამართლოში და ამაზე არის აქ საუბარი, სხვა არაფერზე. კანტორა იყო პარლამენტი მაშინ“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“დაგვემხობა თავზე… არ შეიძლება ეს თემა დღის წესრიგიდან მოიხსნას…ცოტა ყურები უნდა გამოიფხიკონ“ – ვოლსკი
შემდეგი სტატია“რას ვსაყვედურობდით სააკაშვილს? ეს უარესი არ არის რაც ხდება?”-ალეკო ელისაშვილი