“რას ვსაყვედურობდით სააკაშვილს? ეს უარესი არ არის რაც ხდება?”-ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

თავარ პროკურატურასთან, სადაც ზაზა სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება ალეკო ელისაშვილი მივიდა. მისი თქმით ის მზად არის ყველა იმ აქტივობაში მიიღოს მონაწილეობა, რასაც ზაზა სარალიძე დაგეგმავს.

„შვილები მყავს და არ მინდა ჩემ შვილებს სკოლაში ისეთი რამ დაემართოთ, რაც მოხდა და მეორეც არ მინდა სახელმწიფო და პროკურატურა აი, ესე სრესდეს ერთ კონკრეტულ მშობელს. რას ვსაყვედურობდით სააკაშვილს? ეს უარესი არ არის რაც ხდება? ადამიანს შვილი მოუკლეს და აბუჩად იგდებს მთელი პროკურატურა,“-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ თუ პროკურატურას ეს თუ შერჩება მაშინ მას უნდა ეწოდოს ბიძინა ივანიშვილის დუქანი.

banner
წინა სტატიაში“გირგვლიანის მკვლელობა არ იყო ის, რაც ხდება დღეს…ეს სრულიად სხვა შემთხვევაა…კანტორა იყო პარლამენტი მაშინ“
შემდეგი სტატიამსჯავრდებულების სასჯელის ზომას მოსამართლე 1 ივნისს გამოაცხადებს