გიორგი ტუღუში : ხელისუფლებამ უნდა მიხედოს პრობლემებს, რომელზეც Amnesty International მიუთითებს

“ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის გიორგი ტუღუშის შეფასებით, Amnesty International-ის ანგარიში საქართველოს შესახებ ქვეყანაში მთელი რიგი პრობლემების არსებობაზე მიუთითებს. ამის შესახებ მან ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

“ანგარიში საკმაოდ მძიმეა და მიუთითებს იმაზე, რომ მთელი რიგი პრობლემები, რომელზეც ვსაუბრობთ, ჯერ კიდევ არსებობს საქართველოში. შესაბამისად, ხელისუფლებამ, როგორც იცის ხოლმე, სირაქლემას პოზიციაში არ უნდა ჩაიყენოს საკუთარი თავი და რეალურად გაახილოს თვალი, წაიკითხოს ეს ანგარიში და მიხედოს იმ პრობლემებს, რომელზეც საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებს“, – აცხადებს ტუღუში.

Amnesty International-მა ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. სხვა ქვეყნებთან ერთად, ანგარიშში საქართველოზეცაა საუბარი. ანგარიშში მოხვდა საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, შრომითი უფლებების, ლგბტ პირების უფლებების, ასევე, “რუსთავი 2“-ის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, აფხან მუხთარლის საქმეები და სხვა საკითხები.

banner
წინა სტატიაშიეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების რეგისტრაცია მარტიდან დაიწყება
შემდეგი სტატიაAmnesty International-ის ანგარიში კიდევ ერთხელ ნათელს ხდის, რომ მუხთარლის საქმეზე საჭიროა საგამოძიებო კომისიის შექმნა