ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების რეგისტრაცია მარტიდან დაიწყება

ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისიდან დაიწყება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა.

მიმინოშვილის თქმით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილი ცვლილებები ეხება ზოგად უნარებს და მცირედი ცვლილებაა ქართული ენისა და ლიტერატურის შეფასების სქემაში, თუმცა ამას ცვლილებას არც დავარქმევდი. რაც შეეხება ადმინისტრირების ნაწილს, აქ შესაძლოა ცვლილებები გვქონდეს საგამოცდო ცენტრების თვალსაზრისით და ამაზე უფრო დეტალურად აბიტურიენტების რეგისტრაციის დაწყების წინ ვისაუბრებთ“, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

გამოსაშვები გამოცდები წელსაც 2 ეტაპად – მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში ჩატარდება. სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით ტარდება.

banner
წინა სტატიაშიAmnesty International-ი ოკუპირებულ ტერიტორიებზე
შემდეგი სტატიაგიორგი ტუღუში : ხელისუფლებამ უნდა მიხედოს პრობლემებს, რომელზეც Amnesty International მიუთითებს