გიორგი მარგველაშვილმა და დავით უსუფაშვილმა შესაძლოა ახალი პოლიტიკური პარტია შექმნან?

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ გიორგი მარგველაშვილმა და დავით უსუფაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტია შექმნა. როგორც მან რეზონანსთან საუბრისას განაცხადა გამორიცხული ამ პოლიტიკურ მოცემულობასი არაფერია.

,,გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ, მითუმეტეს ამ სიტუაციაში, რაშიც ახლა ხელისუფლება იმყოფება. თუ პროცესებში ქუჩა ჩაერთო და რისი ალბათობაც დიდია, არათუ ასეთ თანამშრომლობას, საერთოდ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებასაც არ გამოვრიცხავ.
ისეთს, როგორიც ეს 2007-დან 2011 წლამდე ფუნქციონირებდა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის ნიადაგი მოამზადა. სწორედ ასეთმა გაერთიანებამ შეძლო, რომ მიხელ სააკაშვილის ხელისუფლების მორყევა მოხდა, რამაც თავის მხრივ ივანიშვილს პოლიტიკაში თავისუფლად შემოსვლის საშუალება მისცა. ამიტომაც, როდესაც ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თუ პოლიტიკური პროცესები საით და როგორ წარიმართება,“-განაცხადა ძაბირაძემ.

banner
წინა სტატიაშიაღმაშენებლის გამზირზე მდებარე ფოსტის ყოფილ შენობაში სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა
შემდეგი სტატიაპაატა ზაქარეიშვილი: საკმაოდ მაღალი თანამდებობა შემომთავაზეს