აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ფოსტის ყოფილ შენობაში სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა

news
ავტ.: news ნოემბერი 1, 2016 12:47

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ფოსტის ყოფილ შენობაში სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზზე, N44–ში მდებარე უძრავი ქონება 5 750 001 ლარად გაყიდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე გამარჯვებულად 575 ბიჯით შპს „ნევადა“ გამოვლინდა. აღნიშნული უძრავი ქონება „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პროექტის ფარგლებში შეირჩა.

აუქციონის პირობების მიხედვით, განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სულ მცირე 30-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ინვესტორი 5 300 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სასტუმრო კომპლექსში საქართველოს 30 მოქალაქე დასაქმდება.

გარდა ამისა, აღნიშნულ სასტუმროში „საქართველოს ფოსტის“ ექსპონატებისთვის განკუთვნილი საგამოფენო დარბაზი მოეწყობა. რომლითაც 20 წლის ვადით უსასყიდლოდ ისარგებლებს „საქართველოს ფოსტა. პირველ სართულზე ასევე უსასყიდლოდ განთავსდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლობაც.

“საქართველოში ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების რაოდენობის ზრდამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. მიმდინარე წლის სექტემბერში პირველმა ვიცე–პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესსექტორს წარუდგინა ტურიზმის განვითარების კუთხით არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები, მათ შორის პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“. აღნიშნული პროექტი ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსები და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა. პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ და „გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით არის შემუშავებული“,-ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

news
ავტ.: news ნოემბერი 1, 2016 12:47

Google სტატისტიკა


4,416
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics