პაატა ზაქარეიშვილი: საკმაოდ მაღალი თანამდებობა შემომთავაზეს

“რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი, პაატა ზაქარეიშვილი სხვა პარტიასთან თანამშრომლობას ამ ეტაპზე გამორიცხავს.

მისი თქმით, მიიღო შემოთავაზება საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, თუმცა უარი თქვა. ზაქარეიშვილის განმარტებით, საზოგადოებას სჭირდება სიმართლის თქმა და შემოთავაზებული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, ის ამისგან შეიზღუდებოდა.

“ვერ ვხედავ დღეს საქართველოში ვერც ერთ ისეთ პარტიას, სადაც შეიძლება, ჩემი თავის რეალიზაცია მოვახდინო. არ მიმიღია გადაწყვეტილება. ჩემი სურვილია, ვიყო დამოუკიდებელი, მოვიძიო პროექტები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვითანამშრომლო. იანვრამდე ვიქნები ასე ჰაერში გამოკიდებული, შემდეგ შესაძლოა, ჩავერთო პროექტებში.

შემოთავაზება იყო მაღალ თანამდებობაზე. მათ არ იცოდნენ, რომ პარტიიდან ვიყავი წამოსული. განვიხილეთ და მივხდვი, რომ ეს სქემა არ იმუშავებდა. ქართულ საზოგადოებას სჭირდება მეტი სიმართლის თქმა და ამ შემთხვევაში შევიზღუდებოდი”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა და დავით უსუფაშვილმა შესაძლოა ახალი პოლიტიკური პარტია შექმნან?
შემდეგი სტატია“რესპუბლიკური პარტია” თინა ხიდაშელმაც დატოვა