საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში ერთვება და 8 მაისსმონაწილეობას მიიღებს ბათუმში გამართულ განხილვაში, რომელიც ბათუმის უნივერსიტეტში 12:00 სააათზე გაიმართება.
9 მაისს პრეზიდენტი დაესწრება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვების კომისიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ზუგდიდში,რომელიც ასევე, 12:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სხვა რეგიონებში დაგეგმილ შეხვედრებსაც დაესწრება.