საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 5, 2017 18:39

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მიწვევით, 8-10 მაისს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თეთრ სახლში გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან. ასევე, გიორგი კვირიკაშვილს სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი.

დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები აშშ-ის სენატის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან. აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდება აშშ-ის წამყვანი საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 5, 2017 18:39

Google სტატისტიკა


3,427
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics