გიორგი კვირიკაშვილი – უსუფაშვილთან მქონდა საუბარი, მითხრა, რომ გადაუდებელი საქმე ჰქონდა დღეს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მას ყრილობაზე დასწრების საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარესთან ჰქონდა საუბარი, თუმცა დავით უსუფაშვილი ბათუმში იმყოფებოდა და მისვლა ვერ შეძლო.

პრემიერის თქმით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, დავით უსუფაშვილი დღეს თბილისში არ იმყოფებოდა.

“მე დავითთან მქონდა საუბრი და მან მითხრა, რომ ჰქონდა გადაუდებელი საქმე დღეს ბათუმში და მე არანაირი უფლება არ მაქვს, რომ რაიმე ეჭვი შევიტანო. რამდენადაც ვიცი, თბილისში არ იყო დღეს. სხვა მიზეზი მე არ ვიცი“, – განაცხადა პრემიერმა “ქრონიკის” სტუდიის პირდაპირ ეთერში.

ცნობისათვის, დღეს, “ქართული ოცნების” ყრილობა გაიმართა, სადაც ის პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

https://youtu.be/0V3G2tD6D-I

 

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) “იმ კულტურაში, რომელიც მკვიდრდება, ალბათ, არასწორი იქნება, რომ პრეზიდენტი დაესწროს პარტიის ყრილობას“
შემდეგი სტატიასაპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს