გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო დაინტერესებულია მშვიდობით სამხრეთ კავკასიის რეგიონში

საქართველო დაინტერესებულია იყოს მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციისთანავე მან გააკეთა განცხადებები, რომ საქართველო მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულრიებას.

თავის მხრივ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა მშვიდობიანი ძალისხმევის მნიშვნელობას.

banner
წინა სტატიაშიხვალ პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტება
შემდეგი სტატიადღეს, 20 აპრილს ბოლო 25 წლის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდა