გიგი წერეთელი : ხელისუფლებამ დაარღვია პირობა, რომ არ დადგებოდა პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანის საკითხი

ფრაქცია ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ თავმჯდომარე გიგი წერეთლი საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებაზე პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანასთან დაკავშირებით ხელისუფლებას პირობის დარღვევაში ადანაშაულებს.
,,საკონსტიტუციო კომისიამ პრაქტიკულად მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც იქნება მძიმე დარტყმა ქუთაისის პერსპექტივისათვის და რეგიონის განვითარებისათვის.

ეს საკითხი არ უნდა იყოს მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ,,ევროპული საქართველოს“ შეშფოთების საგანი. ყველას უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი ქუთაისისთვის და რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას.

გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვანია თბილისისთვისაც იმიტომ, რომ ის გახდა დღეს ერთადერთი ეკონომიკური აქტივობის ცენტრი და ამ ქალაქში თავს იყრის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. სწორედ ბევრი პრობლემა დაკავშირებულია ამ მოვლენასთან – ეს იქნება სამუშაო ადგილები, სატრანსპორტო გადაადგილება თუ ეკოლოგიური სირთულეები.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ შეუნარჩუნოს ქალაქ ქუთაისს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი და პერსპექტივა მომავალი განვითარებისთვის.

ყველასთვის კარგად არის ცნობილი ქუთაისელების მხარდაჭერა ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიაში გაითვალისწინებენ ამ ყველაფერს.

ამავე დროს, საერთო სახალხო განხილვის პროცესში, ჩვენ ვაპირებთ ძალიან აქტიურ ბრძოლას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

დღეს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ მთავრობა და პარლამენტი ერთ ქალაქში უნდა იყოს, შევახსენებ ხელისუფლებას, რომ ქუთაისში უკვე აშენებულია თანამედროვე სამთავრობო შენობა, რომელიც ცარიელია, ტერიტორია მოუვლელია 2012 წლის შემდეგ და პროექტის განხორციელებისთვის, რომელსაც მთავრობა აპირებს, ააშენოს ახალი სამთავრობო ქალაქი, ქუთაისი იქნება ამისთვის ძალიან კარგი ადგილი”- განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ციანიდის საქმე- ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ
შემდეგი სტატიაენერგეტიკის სამინისტრო სენაკში გაზის ტარიფის გაზრდას უსამართლობად აფასებს