გიგა ბოკერია: უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები, დარწმუნებული ვარ დავამარცხებთ ივანიშვილის რეჟიმს

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

“უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები, დარწმუნებული ვარ დავამარცხებთ ივანიშვილის რეჟიმს,” – ეს განცხადება გიგა ბოკერიამ რამდენიმე წუთის წინ კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ბოკერია მიმართავს მხარდამჭერებს და მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მოხდეს მიღებული ხმების დაცვა. აქვე ბოკერია აღნიშნავს, რომ არსებული წინასწარი შედეგებით, ნაციონალურ მოძრაობას აქვს შანსი, აჯობოს ქართულ ოცნებას და მოიპოვოს გამარჯვება.

“დიდი მადლობა ყველა ამომრჩეველს. ახლა მთავარია ხმების დაცვა. უნდა დავასრულოთ ივანიშვილის ხელისუფლების ვარდნა. უმძიმესი კამპანიისა და საარჩევნო დღის ფონზე ეს შედეგები ნიშნავს, რომ ივანიშვილს რეჟიმმა მანდატი ვერ მიიღო. ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომ გავუსწრებთ ქართულ ოცნებას და დავამარცხებთ მათ. ჩვენ გავაკეთებთ მშვიდად და ორგანიზებულად დავიცავთ ჩვენ ხმებს. არ არის გამორიცხული, რომ კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობაზე წავიდეს ივანიშვილის რეჟიმი. ათეული ოლქია, სადაც ჩვენ ფავორიტები ვართ. მეორე ტურები იქნება გადამწყვეტი, სადაც ივანიშვილის რეჟიმს მარცხი უნდა ვაწვნიოთ,”- აცხადებს ბოკერია.

არჩევნებში გამარჯვების მოლოდინი აქვს სალომე სამადაშვილსაც. კურიერის პირდაპირ ეთერში სამადაშვილი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა თითოეულ ხმას დაიცავს.

banner
წინა სტატიაშიკორცხელში საარჩევნო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ქართული ოცნება ძალიან დიდი უპირატესობით გამარჯვებულია