კორცხელში საარჩევნო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს

კორცხელში საარჩევნო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა.

ხმის მიცემის პროცესი კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე გრძელდება. კომისიის თავმჯდომარის თქმით, არც ერთი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობის გარეშე არ დარჩება. ხმის მიცემის პროცესი სპეციალურად შექმნილი სიებით გრძელდება.

კორცხელის მოსახლეობა კომისიის თავმჯდომარს ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ ხალხი უბანზე პრივილეგირებულად შეჰყავს.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე: ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა 12%-ს სცდება
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები, დარწმუნებული ვარ დავამარცხებთ ივანიშვილის რეჟიმს