გიგა ბოკერია: არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა მიეცემა

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა მას შემდეგ მიეცემა, რაც დღევანდელი ხელისუფლება არჩევნებზე დამარცხდება.

ბოკერიას თქმით, არჩევნების შემდეგ, როგორც მიხეილ სააკაშვილს მიეცემა ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა, ასევე, გათავისუფლდება ყველა პოლიტიკური დევნილი.

“ნაციონალური მოძრაობა” არ არის თუნდაც ერთი ან რამდენიმე ლიდერის პარტია. ეს არის პარტია, რომელსაც აერთიანებს ძალიან ფუნდამენტური პოლიტიკური შეხედულებები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური დევნილი ციხიდანაც გათავისუფლდება და საქართველოშიც ჩამოვა. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილსაც მიეცემა საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა, როდესაც არჩევნებზე ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს”, – განაცხადა ბოკერიამ

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის რეგიონალური მასშტაბის ლიდერი.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: წარმოდგენა არ მაქვს, “რუსთავი 2”-ის საქმეზე რა გადაწყვეტილება მიიღო დღეს მოსამართლემ
შემდეგი სტატიაფიქრია ჩიხრაძე: “ეს იყო სერიოზული პოლიტიკური შეცდომა”