ფიქრია ჩიხრაძე: “ეს იყო სერიოზული პოლიტიკური შეცდომა”

ბიძინა ივანიშვილის მიერ ქიბარ ხალვაშისთვის გაკეთებულ შეთავაზებას, სადაც ის ნიკა გვარამიას და რ2-ის მენეჯმენტის არჩევნებამდე თანამდებობებზე დატოვების სანაცვლოდ ხალვაშს ფინანსურ გარანტიებს სთავაზობდა , პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე სერიოზულ პოლიტიკურ შეცდომას უწოდებს:

„მე ვფიქრობ ეს იყო მისი მხრიდან სერიოზული პოლიტიკური შეცდომა. მანამდე თუ ხელისუფლების წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო კერძო დავა და ამაში სახელმწიფო ვერაფრით ვერ ჩაერევა, თუმცა ამ ჩარევის ნიშნები სამწუხაროდ ჩანდა. ბატონი ივანიშვილის განცხადებებმა ბევრად უფრო ცხადი გახადა, რომ მმართველი ძალა სისხლხორცეულად არის დაინტერესებული რუსთავი2-ის საკითხის სხვანაირად გადაწყვეტით და გარკვეული შეთავაზებებიც გააკეთა. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს მისგან სერიოზული შეცდომა იყო“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა მიეცემა
შემდეგი სტატიარა მოხდა გურჯაანში- უჩა კანდელაკის სკანდალური პოსტი