“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ვოლსკი, მოსახლეობას შეხვედრებს განაგრძობს.
“ქართული ოცნების” ინფორმაციით, გია ვოლსკი მაზნიაშვილის, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებსა და ჩუღურეთის რაიონის ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.
„ლოკალური პრობლემების მოგვარებასთან ერთად, ეროვნული უსაფრთხოების საკითხები, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე სასურველი ადგილის დამკვიდრება იქნება ჩემი სადეპუტატო საქმიანობის მთავარი ამოცანა“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.