გია ხუხაშვილი: რუსთავი 2-ის საქმე არის ერთერთი მთავარი ტესტი, საით მიდის ეს ქვეყანა

რესპუბლიკელებს აქვთ განცდა ტორტის მირიგი ნაჭერი მიიღონ

მმართველი გუნდის საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს. გია ხუხაშვილი იმ რისკებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობამ ქვეყანას მოუტანოს.

„თავისთავად, საკონსტიტუციო უმრავლესობა არის რისკების შემცველი. საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიძლება გამოიყენო სახელმწიფო ინტერესებში და შეიძლება გამოიყენო პირად ინტერესებისთვის. სამწუხაროდ, ამ ქვეყანას კარგი გამოცდილება არ აქვს, მხოლოდ ნეგატიური გამოცდილება აქვს. აბსოლუტური ძალაუფლება გადადის ძალაუფლების უზურპაციაში,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესებთან დაკავშირებითაც საუბრობს და აცხადებს, რომ სასამართლო ერთგვარ ტესტს აბარებს.

„სასამართლო ახლა აბარებს რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ტესტს. გახდებიან თუ არა ისინი ერთერთი ინსტრუმენტი უზურპაციის საწინააღმდეგოდ, თუ რაღაცნაირად ინტეგრაციას განიცდიან და ხელს შეუწყობენ ამ პროცესს.“

„რუსთავი 2-ის საქმე არის ერთერთი მთავარი ტესტი, საით მიდის ეს ქვეყანა,“ – აღნიშნა ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ამ ხელისუფლების პოლიტპატიმრებზე ლაპარაკობდა, მინისტრი გახდა და ის ხალხი ისევ ციხეშია” – ხუხაშვილი ვიქტორ დოლიძეზე
შემდეგი სტატიაზუგდიდის მაჟორიტარმა ედიშერ თოლორაიამ „კრეატიულობის ევერესტი“ დაიპყრო