გერმანიაში 130 ათასი მიგრანტი დაიკარგა

გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ 130 ათასი მიგრანტის ადგილმდებარეობის შესახებ არაფერი იციან, რომლებიც 2015 წელს დარეგისტრირდნენ. ეს ადამიანები მათთვის განკუთვნილ საცხოვრებელ ადგილებზე არ გამოცხადებულან – გერმანული მედია წერს.
“ლტოლვილების გამოუცხადებლობის შესაძლო მიზეზად უკან სამშობლოში დაბრუნება, ან სხვა სახელმწიფოში გადასვლა განიხლება” – ნათქვამია მემარჯვენე პარტია “დი ლინკეს” მიერ გაგზავნილი შეკითხვის ოფიციალურ პასუხში.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში გასულ წელს დაახლოებით მილიონი ლტოლვილი შევიდა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის მოქალაქე ეკონომიკის მინისტრისადმი მიწერილი ეროტიული წერილის გამო დააპატიმრეს
შემდეგი სტატიაშოტლანდიაში ტყვიაგაუმტარი ავეჯი შექმნეს