“გერმანიასა და აშშ-ს აკავშირებთ საერთო ღირებულებები, ამ ღირებულებების საფუძველზე მე ვთავაზობ აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს მჭიდრო თანამშრომლობას”

გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აკავშირებთ საერთო ღირებულებები – დემოკრატია, თავისუფლება, კანონის პატივისცემა, ადამიანების პატივისცემა განურჩევლად მათი წარმოშობის, კანს ფერის, რელიგიის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა, თუ პოლიტკური შეხედულებების, ამ ღირბეულებების საფუძველზე მე ვთავაზობ აშშ-ის მომავალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მჭიდრო თანამშრომლობას,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

მერკელმა ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძველი და პატივსაცემი დემოკრატიაა.

„ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულს, დონალდ ტრამპს. ამერიკის შეერთებული შტატები ძველი და პატივსაცემი დემოკრატიაა. წლევანდელი საარჩევნო კამპანია განსკაუთრებული იყო გარკვეული კონფრონტაციებით, რაც რთული ასატანი იყო. მე, ისევე როგორც მრავალი თქგვენგანი, არჩევნების შედეგებეს მღელვარებით ველოდებოდი. ადამიანს, რომელიც ამერიკელმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში პრეზიდნტად აირჩია, აქვს გავლენა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ. რაც შეეხება გერმანიას, ევროკავშირში არ მოიძებნება ქვეყანა, რომელსაც აშშ-სთან უფრო ღრმა კავშირები აქვს. გერმანიასა და ამერიკას აკავშირებთ საერთო ღირებულებები: დემოკრატია, თავისუფლება, კანონის პატივისცემა, ადამიანების პატივისცემა მათი არმოშობის, კანს ფერის, რელიგიის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა, თუ პოლიტკური შეხედულებების მიუხედავად. ამ ღირბეულებების საფუძველზე, მე ვთავაზობს აშშ-ის მომავალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მჭიდრო თანამშრომლობას“,-აღნიშნა ანგელა მრეკელმა.

banner
წინა სტატიაშიმიშელ ობამას მოუწოდებენ, 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი იყაროს
შემდეგი სტატიათენგიზ ფხალაძე: ცოტა ფრთხილად “სამძიმრებში” ამერიკელების მიმართ