გენშტაბის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, ახალწვეულების ანაზღაურება შვიდი ლარიდან 50 ლარამდე გაიზრდება

საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, სამხედრო ნაწილებში ახალწვეულების ყოფნა იაფი და ეფექტიანი იქნება.

ჩაჩიბაიას ინფორმაციით, ახალწვეულების ანაზღაურება შვიდი ლარიდან 50 ლარამდე გაიზრდება.

„დღეს სამხედროების ხედვა არის ის, რომ ჩვენ გარკვეული ხარვეზები შეგვექმნა სამხედრო ნაწილებში. ახალწვეულების დაბრუნება შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ეს არის იაფი, ეკონომიური და ეფექტიანი. ჩვენ ვაუმჯობესებთ იმ სისტემას, ვიდრე აქამდე იყო. ახალწვეულები გაივლიან საწყის სამხედრო მომზადებას ანალოგიურს, როგორსაც ჩვენი პროფესიონალი სამხედროები გადიან. მათი ანაზღაურება შვიდი ლარიდან 50 ლარამდე გაიზრდება“, – აღნიშნა გენშტაბის უფროსის მოადგილემ.

ამასთან, მისივე თქმით, გაზაფხულის გაწვევისთვის მზადება წელს დაიწყება.

„ინფრასტრუქტურულად და სისტემურად პრობლემა არ არის. უბრალოდ, ჩვენ სამხედრო მომზადების პროგრამებს დავხვეწთ და ბიუჯეტში შესაბამისი თანხები იქნება გათვალისწინებული. მუშაობას წელს დავიწყებთ, რომ გაზაფხულის გაწვევისთვის მზად ვიყოთ“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღადგენს, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინათინ ხიდაშელის მიერ 27 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმდა.

banner
წინა სტატიაშითამარ კეკენაძე სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის გადაწყვეტილებას გაუაზრებელსა და ნაჩქარევს უწოდებს
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია თბილისში – ვინ არის მღვდელი, რომელსაც დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა