გავრცელებული ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

13260025_206969563029558_4452506591496325183_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლის დაკავების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.

„კვირას“ ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი დაკავებულია. „კვირა“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა. მინისტრის განცხადებით, ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ მასაც აცნობეს, თუმცა ამ დროისთვის   ინფორმაციის სისწორე მოწმდება.

„შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი ინფორმაცია ახლოსაა სიმართლესთან. ჩვენ ვიცით, რომ ეს პირი დაკავებულია, მაგრამ მე ადგილზე არ ვყოფილვარ. რამდენად ასპროცენტიანია ეს ცნობა, ამის პირობას ვერ დავდებ. აფხაზეთის ტერიტორიაზეა დაკავებული, ბრალი ედება წინასწარ განზრახულ მკვლელობაში. ეს ინფორმაცია სანდრო წყაროდან მაქვს, მაგრამ უნდა გადამოწმდეს“, – განუცხადა „კვირას“ ზაქარეიშვილმა.

29 წლის რაშიდ კანჯიოღლი რუსეთის მოქალაქე, ოკუპირებული ტყვარჩელის მკვიდრია.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშისოფელ ჭალადიდში ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა,
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი:რა ფორმით გამოეხმაურებიან საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტს რესპუბლიკელები