ირინა სარიშვილი:რა ფორმით გამოეხმაურებიან საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტს რესპუბლიკელები

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!საპარლამენტო ოპოზიციამ – ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს დატოვა პარლამენტის სხდომათა დარბაზი და აცხადებს ბოიკოტს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენების გამოძიებამდე, რაც რა თქმა უნდა მხოლოდ ამ ისედაც უკვე ყველასათვის კარგად ცნობილი ვაისპორტსმენების გამოვლენას არ გულისხმობს და პირველ რიგში ამ სამარცხვინო აქციის ორგანიზატორის პასუხისმგებლობაზეა საუბარი.
შექმნილ ვითარებაში ეს გახლავთ ჩემი აზრით ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა მაქსიმალურად ისარგებლებს “ქართული ოცნების” მიერ დაშვებული შესაძლოა საბედისწერო შეცდომით და ეს არცაა გასაკვირი. ნებისმიერი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, რაიმეთი ახსნას, გაამართლოს ან სხვა დააბრალოს ის, რაც თავად ჩაიდინა, ასევე ნაციონალური მოძრაობის აქტივში მიდის და ამაზე მოთქმა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან უბრალოდ სასაცილოა. აღარაფერს ვამბობ ხმათა დაუსრულებელ და უშედეგო თვლაზე, რამაც “ქართული ოცნება” ცირკის ჯამბაზად აქცია.
მე ამჯერად უფრო ის მაინტერესებს, რა პოზიციას დაიკავებენ დასავლური ორიენტაციის ფრთაზე მოძრავი პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც კანტიკუნტად, მაგრამ მაინც გმობენ ხელისუფლების მხრიდან ძალადობას, ოღონდ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით.
პირველ რიგში საინტერესოა, რა ფორმით გამოეხმაურებიან საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტს ჯერ კიდევ სახელისუფლებო კოალიციაში მყოფი რესპუბლიკელები, რომლებმაც ადექვატური შეფასება მისცეს ხელისუფლების სამარცხვინო ქმედებას მაგრამ იმავდროულად არჩევნებამდე სახელისუფლებო გუნდის დატოვებას არ აპირებენ.
ჩემი აზრით რესპუბლიკელები უნდა შეუერთდნენ საპარლამენტო ოპოზიციის სამართლიან პროტესტს და ბოიკოტს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. სხვანაირად, მხოლოდ განცხადებების დონეზე მხარდაჭერა არათუ საკმარისი არ არის, არამედ დიდი ალბათობით, “ორთქლის გამოშვებას” ნიშნავს, რაც ისევ ამ ხელისუფლების ინტერესებში შედის.
ორ სკამზე ჯდომა არ გამოვა, მეგობრებო!-წერს ირინა სარიშვილი :ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიგავრცელებული ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
შემდეგი სტატია26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!