ევროპული კომისია იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით განხორციელებულ რეფორმებს დადებით შეფასებას აძლევს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადება

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადდა. როგორც ევროპული კომისიის ანგარიშშია ნათქვამი, „ის მნიშვნელოვნად აფართოებს დაცული დისკრიმინაციული ნიშნების ჩამონათვალს“.

პოზიტიურად არის შეფასებული ისიც, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა დამოუკიდებელი ორგანოს − სახალხო დამცველის აპარატის, მიერ ხორციელდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ ფუნქციის შესრულებისათვის ომბუდსმენის აპარატმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსება მიიღო.

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია (ECRI) დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც ევროპის საბჭოს ფარგლებში დაარსდა 2002 წელს. კომისია ახორციელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს  რასიზმისა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

banner
წინა სტატიაშიცენტრალური ბაზრის მოვაჭრეები დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე საჭიროა სწრაფი გამოძიება