ევროპარლამენტარი : არა მხოლოდ სტრასბურგში უნდა ჩაიტანოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული დარღვევები, არამედ გახსნათ სამართლებრივი საქმეები

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 8, 2018 11:16

ევროპარლამენტარი : არა მხოლოდ სტრასბურგში უნდა ჩაიტანოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული დარღვევები, არამედ გახსნათ სამართლებრივი საქმეები

საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი ყოველი უსამართლო ფაქტის შესახებ სამართლებრივი საქმეები უნდა გახსნას- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალომ ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან შეხვედრის შემდეგ, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე საქართველოს მიერ სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვის შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების გამო, იმის გამო, რომ ხდება უსამართლობა რიგითი მოქალაქეებისა თუ ოფიციალური პირების მხრიდან, საჭიროა, საქართველომ იფიქროს მექანიზმზე, რომლითაც ამ ფაქტების სისტემატურ რეგისტრაციას მოახდენს. არა მხოლოდ უნდა ისაუბროთ ან სტრასბურგში ჩაიტანოთ ეს დარღვევები, არამედ ფაქტობრივად, გახსნათ სამართლებრივი საქმეები, რომელიც საშუალებას მოგცემთ, დააკავოთ და გაასამართლოთ დამნაშავე პირები, თუ ისინი მოხვდებიან თქვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
მსგავსი პრაქტიკა მუშაობდა გერმანიაშიც, როდესაც დაყოფილები ვიყავით. დასავლეთ გერმანია არეგისტრირებდა მსგავს შემთხვევებს აღმოსავლეთ გერმანიასთან მიმართებით. უკვე მოგვიანებით, როდესაც ეს შესაძლებელი გახდა, დოკუმენტები გაიხსნა და ადამიანები გაასამართლეს კიდეც.
თქვენ სისტემატური შეხება გაქვთ ამ ფაქტებთან და თუ რეგისტრაციას მოახდენთ, ჩვენც უფრო მეტად შევძლებთ თქვენს დახმარებას, რადგან მეტი გვეცოდინება და შევძლებთ სულ მცირე, ამ პირების შავ სიაში შეყვანას“ – განაცხადა მაიკლ გალომ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 8, 2018 11:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,598
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics