სოფელ დიცში სპეცრაზმელი მუცელში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

გორის რაიონის სოფელ დიცში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე, სპეცრაზმელი გარდაცვლილი იპოვეს.
43 წლის ნუგზარ ბარიშვილს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. ოჯახის ინფორმაციით, ბარიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ისე რომ მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ვერ მოასწრეს.
გარდაცვლილის დედა იმავე ბაზაზე მზარეულად მუშაობს, მან შვილის გარდაცვალების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც სამსახურში გამოცხადდა. როგორც თავად ამბობს, ინფორმაცია მას უწყებიდან არ მიაწოდეს.
შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და აცხადებენ, რომ ნუგზარ ბარიშვილიმოკლულია. ოჯახი მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

ვირუსის ბლოკატორები