ევროკომისია შენგენის ზონაში შესასვლელად 5 ევროიან გადასახადს დააწესებს

ევროკომისიამ მოგზაურთა ინფორმაციისა და ავტორიზაციის ახალი სისტემა წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, არა ევროკავშირის მოქალაქეებმა, რომლებსაც ვიზის გარეშე შენგენში შესვლის უფლება აქვთ, ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიარონ და 5 ევროს მოცულობით გადასახადი გადაიხადონ – გეგმა ევროკომისიის საიტზე დევს.
პირმა, რომელიც შენგენში აპირებს შესვლას, უნდა შეავსოს ფორმა და მიუთითოს მოქმედი დოკუმენტის სახეობა (პასპორტი). განცხადება 5 წლის მანძილზე იქნება ძალაში მრავაჯერადი შესვლის უფლებით. ბაჟის გადახდა, 5 ევროს ფარგლებში ევალება ყველა პირს 18 წლის ასაკიდან.

unnamed

banner
წინა სტატიაში“საკონსტიტუციო უმრავლესობა მომავალ პარლამენტს აძლევს შესაძლებლობას, მეტი გადაწყვეტილებები მიიღოს ნაკლები პრობლემებით”
შემდეგი სტატიაMDF: სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად პატრიოტთა ალიანსი და ქართული ოცნება მიმართავს