“ევროკავშირის ელჩმა მითხრა, რომ ვიზალიბერალიზაციას 100%-იანი ალბათობით წლის ბოლოს მივიღებთ”

სამწუხაროდ, ვიზალიბერალიზციის პროცესი გაჭიანურდა, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო დაუმსახურებლად მოექცა ბევრი იმ პრობლემის ცენტრში, რაც ევროპას ბოლო დროს გადახდა, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველომ ყველა პუნქტი შეასრულა, რათა ვიზალიბერალიზაცია მიიღოს.

“უნდა მოვითმინოთ, ვიზალიბერალიზაციას ვერ მივიღებთ უახლოეს დღეებში, მივიღებთ სექტემბერში, მაგრამ მოლოდინი უნდა დაგვრჩეს. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ იქნებ როგორმე მოხერხდეს უახლოეს დროში ვიზალიბელარიზაციის მიღება. აქვე გეტყვით, ევროკავშირის ელჩთან მქონდა შეხვედრა ერთი თვის წინ. თუ გნებავთ, მის სიტყვებასაც გეტყვით, 70%-იანი ალბათობით შეგვიძლია, ახლა მივიღოთ, მაგრამ 100%-იანი ალბათობით მივიღებთ წლის ბოლოს”,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი – დღეს გახდა ნიკა გვარამია ჭეშმარიტების სიმბოლო?!
შემდეგი სტატიასომალელმა ისლამისტებმა მშვიდობისმყოფელების ბაზის შტურმის შესახებ განაცხადება გააკეთეს