სომალის ისლამისტურმა მოძრაობა “აშ-შაბაბმა” განაცხადა, რომ მათ წარმატებთ დაიპყრეს ეთიოპიელი მშვიდობისმყოფელების დისლოკაციის ადგილი – Reuters-ი წერს. ბოევიკების ოფიციალური წარმომადგენლის აბდიაზიზ აბუ-მუსაბას თქმით, მათ შეძლეს მშვიდობისმყოფელების ბანაკის კარების მანქანით შემტვრევა, რომლის შემდეგაც ისლამისტები ბანაკში შეიჭრნენ და 43 ეთიოპიელი ჯარისკაცი დახოცეს. შეტევისას დაიღუპა ტერორისტების რამდენიმე წევრიც, თუმცა, მათი რაოდენობა არ სახელდება. ბოევიკებმა ბაზა სრულიად დაიკავეს, ჯიბუტიდან ჩამოსული სამშვიდობოების შეტევა წარმატებით მოიგერიეს, რომლებიც სასწრაფოდ გადმოიყვანეს შეტაკების ადგილზე, შემდეგ კი, ორგანიზებულად დატოვეს ბანაკის ტერიტორია.
რეგიონალური სამშვიდობო მისია “ამისონის” ხელმძრავნელობამ, რომლის ეგიდითაც სომალიში სამშვიდობოები მოქმედებენ, და ეთიოპიის მთავრობამაც მომხდარის შესახებ კომენტარი არ გააკეთა. ქალაქ ხალგანის მცხოვრებმა, რომლის განაპირასაც იმყოფებოდა ბაზა, განაცხადეს, რომ სროლის ხმები ესმოდათ, რომელიც დაახლოებით ერთი საათი გრძელდებოდა.