ეუთოს ხელმძღვანელი: რუსებს პოლიტიკური ალტერნატივა არა აქვთ

ეუთოს ხელმძღვანელი: რუსებს პოლიტიკური ალტერნატივა არა აქვთ

2რუსებს, გუშინ ჩატარებულ არჩევნებზე ნამდვილი პოლიტიკური ალტერნატივა არ ჰქონდათ, კრემლის მიერ გაკონტროლებულმა მედიამ და სამოქალაო საზოგადოებამ, არჩევნებზე, ზოგადად, ნეგატიურად იმოქმედა – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ და ორგანიზაციის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა იკლა კანერვმა განაცხადა.
“ელექტორატზე, ზოგადად ცუდად იმოქმედა ძირითადი თავისუფლებების და პოლიტიკური უფლების შეზღუდვამ, მედიის და ასევე, სამოქალაქო საზოგადოების მკაცრმა კონტროლმა” – განაცხადა კანერვამ.
გარდა ამისა, ეუთოს წარმომადგენლის თქმით, პარტიების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებამ, როგორც გუშინ გამართულმა არჩევნებმა აჩვენა, ჯერჯერობით, რუსეთში ვერ წარმოქმნა მოქალაქეებისთვის პოლიტიკური ალტერნატივა. “არჩევნების დროს პროცედურული ნორმების მრავალი დარღვევა დაფიქსირდა” – განაცხადა იკლა კანერვმა მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

არჩევნების შედეგების 93%-ის დამუშავების შედეგად ჩანს, რომ რუსეთის პარალმენტში ისევ ის ოთხი პოლიტიკური პარტია შედის, რომლებიც ადრე იყვნენ. ახალი პარტიები დუმაში ვერ შევიდნენ.
ისევე, როგორც 2011 წლის არჩევნებზე, ხმების აბსოლუტური უმარვლესობა მმართველმა პარტიამ მიიღო.

არჩვენებზე დასწრებადობა 47,82% იყო.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია მაჟორიტარი კანდიდატების საარჩევნო პლაკატებით დაფარვის ფაქტს ეხმაურება
შემდეგი სტატიადავით ბერძენიშვილი: ივანიშვილს ჰგონია, რომ აქვს უკიდეგანო ინტელექტი