“ამ ეტაპზე არანაირი პოლიტიკური პარტიის შექმნა პრეზიდენტის ფრთის თუ საფარქვეშ არ განიხილება”

პრეზიდენტი ამ ეტაპზე არანაირი პოლიტიკურ პარტიას არ ქმნის- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, პრეზიდენტი ზოგადად მზად არის ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ლიდერთან საუბრისთვის და დიალოგისთვის, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი პოლიტიკურ პარტიის შექმნას არ აპირებს.
“ამ ეტაპზე არანაირი პოლიტიკური პარტიის შექმნა პრეზიდენტის ფრთის თუ საფარქვეშ არ განიხილება. პრეზიდენტი ასრულებს თავის უფლებამოსილებას, როგორც უპარტიო და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ქვეყნის განვითარებისთვის და ზოგადად კიდევ უფრო დემოკრატიულობისთვის არის ძალიან სასარგებლო. შესაბამისად, ასე ვაპირებთ ამ ეტაპისათვის გაგრძელებას”,- განაცხადა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: შიშმა დამიპყრო, რომ ვერ გავამართლო თქვენი მოლოდინი
შემდეგი სტატია(video) დავით უსუფაშვილი იმ მიმართვას ასაჯაროვებს, რომლითაც “რესპუბლიკური პარტია” დატოვა