,,ეს ხელისუფლება არის მთავარი პრობლემა ევროპულ გზაზე”

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

ეს ხელისუფლება არის მთავარი პრობლემა ევროპულ გზაზე – გიგა ბოკერია
დღეს, 21:38 46

“საქართველოს დღესაც კარგი შანსები აქვს,” – ასე შეაფასა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ საუბრისას საქართველოს შანსი და თქვა, რომ უვიზო მიმოსვლის შესახებ დეკემბერში საქართველოს აქვს ძალიან კარგი შანსი დადებითი პასუხისა, რომლის შემდეგ უკვე პოლიტიკური რამდენიმეთვიანი პროცესი იწყება.

ამის შესახებ გიგა ბოკერიამ კურიერთან პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„ეს ხელისუფლება არის მთავარი პრობლემა ევროპულ გზაზე. თუმცა, გვაქვს საფუძველი და იმედი, რომ აღარ მოხდება იმ დონის მავნებლობა, რაც ვნახეთ რუსთავი2-ის შემთხვევაში და შემდეგ დემოკრატიულ არჩევნებში შევცვლით ამ ხელისუფლებას. ეს ყველა შემთხვევაში მოხდება და საქართველოს შემდგომი მთავრობა გააგრძელებს ევროპისკენ სვლას,“ – განაცხადა გიგა ბოკერია.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გასულ კვირას ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ევროპარლამენტარებმა შერჩევითი სამართალის, პოლიტიკური ნიშნით დევნისა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის გარდა, პერსონალურად ბიძინა ივანიშვილსა და მისი არაფორმალურ მმართველობაზეც ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაშიბოლნისის აგრარული ბაზარი დაიწვა
შემდეგი სტატია,,რაიონი გეკითხებათ – ხალხის ხმა პარლამენტარს”– ,,თაიმერი” ახალ პროექტს იწყებს