ეროვნულმა ბანკმა “კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოში” დროებითი ადმინისტრაცია დანიშნა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსების განაკვეთი გაზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს “კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოში” დროებითი ადმინისტრაცია დანიშნა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნა გამოწვეულია არა საქართველოში მოქმედი ბანკის პრობლემებით, არამედ აზერბაიჯანში, მშობელი ბანკის გარშემო განვითარებული პროცესებით.

“კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველო”, რომლის აქტივები საქართველოს მთლიანი საბანკო აქტივების 0.14 პროცენტს შეადგენს, განაგრძობს კლიენტების მომსახურებას.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკის კაპიტალისა და ლიკვიდობის დონე საკმაოდ მაღალია და საჭიროების შემთხვევაში დროებითი ადმინისტრაცია მზად არის სრულად დააკმაყოფილოს კრედიტორების, მათ შორის, დეპოზიტართა მოთხოვნები.

ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ საქართველოს საფინანსო სფერო ჯანსაღია, რეგულირდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და ეროვნული ბანკის ყველა გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდდამხოლოდ სექტორის სტაბილურ და მდგრად განვითარებას.

banner
წინა სტატიაშიგონიოში ორი სამხედრო მოსამსახურის ძებნის ოპერაცია განახლდა
შემდეგი სტატიათურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით დაკავებულთა რიცხვმა 40 ათასს გადააჭარბა